თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის ეკონომიკასა და ბიზნესში ინფორმაციული ტექნოლოგიების კათედრა ადმინსტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის ატარებს ტრეინიგ კურსს „მონაცემთა ვიზუალიზაცია EXCEL-ის გარემოში“. ტრენინგ- კურსის მიზანია ექსელის მომხმარებელმა კურსის გავლის შედეგად შეძლოს მონაცემთა დამუშავება, მონაცემთა წარდგენა, კონსოლიდაცია, ანალიტიკა და პროგნოზირება.
ტრენინგ-კურსი განკუთვნილია ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალისთვის. კურსის გავლის შემდეგ მსმენელს შეუძლია: საფინანსო-ეკონომიკური გათვლების შესრულება; საფინანსო-ეკონომიკურ მონაცემთა გრაფიკული წარმოდგენა და დამუშავება; Excel-ის გამოყენებით ეკონომიკური და ბიზნეს ამოცანების გადასაწყვეტად საჭირო მონაცემთა ანალიზი და დამუშავება (დინამიური ცხრილები, ოპტიმიზაცია, პროგნოზირება და ა.შ.).
დისტანციური ტრენინგ- კურსის მონაცემთა ვიზუალიზაცია EXCEL-ის გარემოში“ ჩატარების თარიღია 15/11/21-19/11/21